თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირი ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Norwegian-თან პროაქტიური მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დასრულდა. აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეისები არასდროს შესრულებულა. კოპენჰაგენთან პირდაპირი საჰაერო კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, 2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლით 32,384 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო მთლიანად სკანდინავიიდან ქვეყანას 22,552 ვიზიტორი ესტუმრა.
1993 წელს დაარსებული Norwegian ევროპაში მგზავრთა გადაყვანის მიხედვით სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ბრენდი 2021 წელს Skytrax-ის მიერ ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო ლოუქოსტად დასახელდა.
კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებაზე ბილეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




