თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია – PMCG — შენი ბათუმი

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია – PMCG

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

2025 წლის ნოემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 4.2%-ით შემცირდა, ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ოთახის საშუალო ფასი კი 2025 წლის ნოემბერში 101 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„2025 წლის ნოემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 101 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 144 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 218 ლარი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ნოემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 390 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა თბილისში – 531 ლარი, კახეთში – 451 ლარი და შიდა ქართლში – 449 ლარი.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 3.0%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 5.2%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 4.2%-ით შემცირდა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით”, – წერია PMCG-ის კვლევაში.

წყარო

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2025). თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია – PMCG. 3 დეკემბერი, 2025. https://shenitbilisi.ge/თბილისში-5-ვარსკვლავიანი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია – PMCG [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-5-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network