თბილისში მოკლევადიანი ქირაობის ბაზარი აქტიურ ზრდას განიცდის ტურისტული ნაკადის მატების ფონზე. ეს ტრენდი ქალაქის ურბანულ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

III კვარტალში თბილისში Airbnb-ზე მოთხოვნა 18.5%-ით გაიზარდა – G&T

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში Airbnb-ზე მოთხოვნა თბილისში მკვეთრად, წლიურად 18.5%-ით გაიზარდა და 229.3 ათასი ღამე დაიჯავშნა, ხოლო საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) ოდნავ მოიმატა და 56 აშშ დოლარს მიაღწია, გასული წლის მესამე კვარტალში არსებულ 55 აშშ დოლართან შედარებით.

ტურიზმის 2025 წლის მე-3 კვარტლის შეჯამება აჩვენებს, რომ ბათუმში მოთხოვნა შედარებით ზომიერად, წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა და 185.6 ათასი ღამე დაიჯავშნა, ხოლო საშუალო დღიური ღირებულება (ADR) ოდნავ გაიზარდა და 57 აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც გასული წლის მესამე კვარტალში 55 აშშ დოლარი იყო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლების თანახმად, ბათუმშო სასტუმროების საშუალო დატვირთულობა მესამე კვარტალში 83%-მდე გაიზარდა 76%-დან, ხოლო ADR გასული წლის 127 დოლარიდან 129 დოლარამდეა გაზრდილი. თბილსში საშუალო დატვირთულობა ასევე გაუმჯობესდა 73%-მდე (2024 წლის მესამე კვარტალში 66%-დან), რასაც ევროკავშირიდან ჩამოსვლების ზრდამ შეუწყო ხელი. ADR კი 88 აშშ დოლარამდე შემცირდა 2024 წლის მესამე კვარტლში 92 აშშ დოლარიდან), რაც შეესაბამება ფასების მიმდინარე ტენდენციებს, რომლებიც წინა კვარტალებში დაფიქსირდა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ამასთან, მე-3 კვარტლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, Galt & Taggart-მა 2025 წლის ტურიზმის შემოსავლის პროგნოზი 4.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა და ასევე, ელის, რომ 2026 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. III კვარტალში თბილისში Airbnb-ზე მოთხოვნა 18.5%-ით გაიზარდა – G&T [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/iii-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-airbnb-%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network