ავიაკომპანია Vision Air-მა კიშინევი–თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო — შენი ბათუმი

ავიაკომპანია Vision Air-მა კიშინევი–თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო ფრენა დაიწყო. პირველი რეისი კიშინევი–თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლევან ცხადაძის განცხადებით, Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს,“ — აღნიშნა ლევან ცხადაძემ.

Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. რეგულარული რეისები კიშინევი–თბილისი–კიშინევის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ამჟამად ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია — FLYONE  ასრულებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ავიაკომპანია Vision Air-მა კიშინევი–თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. 2 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/ავიაკომპანია-vision-air-მა-კიშინე/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ავიაკომპანია Vision Air-მა კიშინევი–თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-vision-air-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network