ფოტო: Mostafameraji / Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 13 ნოემბერს, 08:00-დან 20:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამოა.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მითითებულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს მეტეხის ხიდის მიმართულებით გადაადგილება არ შეეძლებათ, წრიული მოძრაობა კი უცვლელი დარჩება.

როგორ გაგრძელებს მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი — ავტობუსები N301, N310, N345, N331 და N102, ასევე მიკროავტობუსები N580, N538, N550 და N562 — მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებს. იგივე წესი ავტომობილებზეც ვრცელდება.

ამ მარშრუტებით მოძრავ ტრანსპორტს თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელება კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით შეეძლება. თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და მძღოლებს სთხოვს, გადაადგილების დაგეგმვისას მითითებული შეზღუდვა გაითვალისწინონ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

#drpkhakadze #sheniekimi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.