თბილისის მერიის პროგრამით რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსების დაწყებიდან დღემდე ძვირადღირებული წამლის 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა. ინფორმაცია მერმა კახა კალაძემ 25 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა.
როგორ მუშაობს რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლის დაფინანსების პროგრამა?
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პროგრამა 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. კახა კალაძის განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას, რომლის საშუალებითაც მოქალაქე წამალს აფთიაქში იღებს.
„პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიკამენტის მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც, მოქალაქე მას აფთიაქში იღებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
რა ოდენობით ფინანსდება მედიკამენტი?
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად, 100 პროცენტით უფინანსდებათ. ყველა სხვა მოსარგებლეს დაფინანსება 80 პროცენტით ეძლევა.
ვინ შეუძლია პროგრამაში ჩართვა?
პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. ვაუჩერის მისაღებად მოქალაქე შესაბამისი საბუთებით თბილისის მერიას მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური მკურნალობა?
კალაძის თქმით, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და რემისიის ეტაპზე გადასვლა. შედეგად მოქალაქე ქმედუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
იმავე სხდომაზე მერმა ისაუბრა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზეც: მისი თქმით, პროექტი დასასრულს უახლოვდება. სხდომის ამ ნაწილზე უკვე გამოვაქვეყნეთ ცალკე მასალა.
იხილეთ ასევე: მერია რუსთაველზე სატრანსპორტო სქემას ცვლის მთაწმინდის დასატვირთველად
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი შემთხვევა დაფინანსდა პროგრამის ფარგლებში?
მერიის ინფორმაციით, „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა.
როდის დაიწყო რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლის დაფინანსების პროგრამა?
პროგრამის განხორციელება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.
რამდენი პროცენტით ფინანსდება მედიკამენტი?
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად, 100 პროცენტით უფინანსდებათ. ყველა სხვა მოსარგებლეს დაფინანსება 80 პროცენტით ეძლევა.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა?
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.
წყარო: თბილისის მერია
#drpkhakadze #sheniekimi


