ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგასტრონომიაCosta Coffee საქართველოშია — ბრიტანული ყავის გემო უკვე ხელმისაწვდომია თბილისში

Costa Coffee საქართველოშია — ბრიტანული ყავის გემო უკვე ხელმისაწვდომია თბილისში

ბრიტანული პრემიუმ ყავის ბრენდი Costa Coffee 15 მაისს ოფიციალურად გაიხსნა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, №10-ში. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ქსელის პირველი ობიექტი საქართველოში.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ Costa Coffee-ს გლობალური წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.

Costa Coffee ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავის ბრენდია მსოფლიოში, რომელიც უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენელია Sarda Group — ჰოლდინგი, რომელიც უკვე აერთიანებს არაერთ საერთაშორისო ბრენდს ადგილობრივ ბაზარზე.

ბრენდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თავისი ცნობილი ნაზავით — Mocha Italia, რომელიც აერთიანებს იტალიური ყავის ხარისხს და ბრიტანული მომხმარებლის გემოვნებას.

მენიუ მოიცავს ცხელი და ცივი ყავების მრავალფეროვან არჩევანს, ჩაით, დესერტებითა და ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით.

თბილისში პირველი ფილიალის გახსნით, კომპანიამ დააანონსა აქტიური გაფართოება ქვეყნის მასშტაბით.
ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის ამოქმედება:

  • ვაკეში, Axis Towers-ში
  • ალ. ყაზბეგის გამზირზე

Costa Coffee-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს თბილისში ხარისხიანი ყავის კულტურის კიდევ უფრო განვითარებას, კონკურენტული ფასებით და გლობალურ სტანდარტებზე მორგებული სერვისით.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ნავთლუღში ორი მცირე ზომის გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები