8 ნოემბერს, თბილისის ყველაზე ცნობილი მუსიკალური კლუბი Mono Hall მასპინძლობას გაუწევს ლეგენდარულ ინგლისურ პოპ-როკ ჯგუფ „Cutting Crew“-ს. კონცერტზე მსმენელს შეეძლება მოისმინოს ჯგუფის ყველაზე პოპულარული ჰიტები, მათ შორის „(I Just) Died in Your Arms“ და „I’ve Been in Love Before“, რომლებმაც 1980-იანი წლების მუსიკალურ კულტურაში დაუვიწყარი ადგილი დაიმკვიდრა.
„Cutting Crew“ 1985 წელს ლონდონში დაარსდა მუსიკოსი Nick Van Eede-სა და გიტარისტი Kevin Scott Macmichael-ის მიერ. Van Eede მუსიკალური კარიერა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და 1970-იანი წლების ბოლოს რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მოგვიანებით იგი გახდა ჯგუფი the Drivers-ის წევრი, რომელმაც დიდი წარმატება მიაღწია კანადაში. ერთ-ერთი ტურნეს დროს, „the Drivers“-ის კონცერტზე მათი დამხმარე აქტი იყო ჯგუფი Fast Forward, რომლის გიტარისტი Kevin Scott Macmichael იყო. Nick Van Eede მოიხიბლა Macmichael-ის გიტარაზე შესრულებით და ახალი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ასე დაიდო დასაბამი „Cutting Crew“-ს, რომელმაც მალევე მიაღწია დიდ წარმატებას.
„Cutting Crew“-ის კონცერტი Mono Hall-ში 8 ნოემბერს დაიწყება. მუსიკალური საღამო დაყოფილია ორ ნაწილად:
- 21:00 – Tato Rusia
- 01:00 – Cutting Crew
- 02:30 – Tato Rusia
ღონისძიების ასაკობრივი შეზღუდვა – 16+.
მასალის გამოყენების პირობები