ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიექსკლუზიური ინტერვიუ "outlander"-ის მსახიობ სკოტ კაილისთან - შოტლანდიური ტრადიციები და ადგილები, სადაც...

ექსკლუზიური ინტერვიუ “outlander”-ის მსახიობ სკოტ კაილისთან – შოტლანდიური ტრადიციები და ადგილები, სადაც ცნობილ სერიალს იღებდნენ

შოტლანდია პატარა, მაგრამ გამორჩეული ქვეყანაა თავისი კულტურით, სამზარეულოთი თუ ტრადიციული სამოსით. ისინი დიდ პატივს სცემენ საკუთარ ისტორიასა და ფასეულობებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად შოტლანდია თავისი ულამაზესი ბუნებითა და არქიტექტურიტაც გამოირჩევა, ამიტომ მას ხშირად ირჩევენ სხვადასხვა ფილმისა თუ სერიალის გადასაღებად. საკმარისია ვახსენოთ ცნობილი ფილმი „მამაცი გული“.

თუმცა ბოლოდროინდელი ფილმებიდან და სერიალებიდან, ალბათ, ყველაზე ცნობილი სერიალი „აუთლენდერია“, რომელმაც საინტერესო შინაარსთან ერთად თავი შოტლანდიის ლამაზი ხედებითა და ისტორიული ნაგებობებით დაგვამახსოვრა. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა პატარა ინტერვიუ ჩაგვეწერა მსახიობ სკოტ კაილისთან, რომელიც წარმოშობით სწორედ შოტლანდიიდანაა და სერიალ „აუთლენდერში“ როსის როლს ასრულებს.

 

-შოტლანდიური კულტურის რომელ ასპექტებს გამოარჩევდით?

-რაც გავიზარდე მით უფრო დავაფასე შოტლანდიური კულტურა. ბავშვობაში, ვფიქრობ, სათანადოდ ვერ აფასებ ისეთ რაღაცებს, როგორიც შოტლანდიური მუსიკალური საკრავი ,,ბეგფაიფი” არის, მაგრამ ასაკთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ის ჩვენი  კულტურის ნაწილია.

ბეგფაიფი

-წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღონისძიებებიდან ვისწავლე ისეთი პოპულარული შოტლანდიური საკვებისა და სასმლის დაფასება, როგორიცაა ჰაგი და  ვისკი.  შოტლანდია შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას დღესაც აქვს მყარი კულტურული ფონი.

შოტლანდიური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი წყვილი, ჰაგი და შოტლანდიური ვისკი.

-როგორ მოხვდით Outlander-ში და თუ შეგიძლიათ აღწეროთ გადაღების პროცესი?

-როსის როლის შესრულებამდე რამდენიმე მოსმენა მქონდა Outlander-ისთვის. ეს იყო გასაოცარი გამოცდილება, რადგან მე შევძელი პირველი სეზონის ყურება მანამ, სანამ მეორე სეზონში თვითონ გავხდებოდი ამ სერიალის ნაწილი.

როგორები არიან Outlander-ის მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

-ყველა ძალიან პროფესიონალია და ისინი ყოველთვის საუკეთესო ფორმაში არიან გადასაღებ მოედანზე. მე გამიმართლა, რომ მომეცა საშუალება გამეცნო მსახიობები გადასაღებ მოედანს მიღმაც და მათთან ერთად დავესწარი სხვადასხვა საჯარო და კერძო ღონისძიებას.

ძველი შოტლანდიური ნაგებობები სადაც სერიალს იღებდნენ

არის თუ არა რაიმე მომავალი პროექტი, რომელში მონაწილეობასაც მოუთმენლად ელით და შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?

READ  თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

-დიახ, 2024/2025 წლებში თეატრალურ გასტროლებზე მივდივარ, რომელიც კვირაში 50-ზე მეტ ადგილას ჩატარდება მთელ ბრიტანეთში, შეგიძლიათ იხილოთ ლინკი: http://www.scottkyle.co.uk

და ბოლოს, რამეს ხომ არ ეტყოდით Outlander-ის ქართველ მაყურებელს?

-გმადლობთ სერიალის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენ კვლავაც იქნებით ჩემი თავგადასავლის ნაწილი როსთან ერთად Outlander-ის ახალ პრიქველში.

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები