ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი“ხელოვნება ჩემი სიცოცხლეა… წარმოუდგენელია, ადამიანმა იმ გარემოში იცხოვროს, რომელიც არ შეესაბამება მის...

“ხელოვნება ჩემი სიცოცხლეა… წარმოუდგენელია, ადამიანმა იმ გარემოში იცხოვროს, რომელიც არ შეესაბამება მის შინაგან სამყაროს” – ექსკლუზიური ინტერვიუ გია ბუღაძესთან

Sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მხატვარ გია ბუღაძესთან, რომელიც ხელოვნებასა და ინტერიერზე გვესაუბრება…მხატვარი გვიზიარებს ძალიან საინტერესო დეტალებს თავისი სამუშაო პროცესიდან:

– მოგესალმებით, ბატონო გია! პირველ რიგში, მადლობას გიხდით ინტერვიუზე დათანხმებისთვის. გვითხარით, რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა, რა გავლენას ახდენს ხელოვნება თქვენზე?

– ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემი სიცოცხლეა, სუნთქვაა და ყველაფერი ერთდროულად. სიყვარულიც, სიძულვილიც, ტკივილიც და სიხარულიც…

– რა არის თქვენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

– სიყვარულია, რა თქმა უნდა. დაავადებასავით არის, რომელიც დაბადებასთან ერთად მომყვა. მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე მუზას არ ვეძებ, მე ყოველთვის მასში ვარ… მხატვრობაში ვარ. 

– გასაგებია… თქვენი შემოქმედებიდან რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

– ალბათ, ის ნამუშევრები, რომლებიც ჩემს პირველ ნაბიჯებს მახსენებენ მხატვრობასა და გარკვეულ პროფესიულ სიმაღლეზე, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში უფრო დავაფასე…

No photo description available.

– ადამიანისა და ინტერიერის კავშირზეც ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა გავლენის მოხდენა შეუძლია შიდა სივრცეს ადამიანზე?

– მე ვფიქრობ, რომ ადამიანის საცხოვრისი და მისი შინაგანი სამყარო ერთმანეთთან სრულ კავშირშია. წარმოუდგენელია, ადამიანმა იმ გარემოში იცხოვროს, რომელიც არ შეესაბამება შინაგან სამყაროს. იმიტომ, რომ შინაგანი სამყარო და მისი საცხოვრისი, ამ შემთხვევაში ინტერიერს ვგულისხმობთ, აბსოლუტური ანარეკლია მისი შინაგანი ცხოვრებისა და შინაგანი მიდრეკილებების. 

– ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ, თქვენი ინტერიერიც ასეთივე საინტერესო იქნება. ხომ არ გვეტყოდით ცოტას თქვენს სახლზე, როგორია მისი ინტერიერი?

– მე ყველგან ვმუშაობ, აქედან გამომდინარე, ორი სახელოსნო მაქვს. სადაც შევდივარ, ყველგან ვმუშაობ. შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ჩემი ცხოვრებაა. როგორც საკუთარ თავზე მუშაობა, ასევე ინტერიერიც ამ მუშაობასთან არის ადაპტირებული. ჩემი სახლი და სახელოსნო გადაბმულია ერთმანეთზე. ასე რომ, რეალურად ჩემი ცხოვრება და ჩემი საქმიანობა, როგორც ინტერიერში ასევე შინაგანად, სრულიად გადაბმულია.

– საყვარელი კუთხე ხომ არ გაქვთ სახლში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ?

READ  „ეს ადამიანი არის ანტივაქსერული სექტის „რუხი კარდინალი” – ფხაკაძე კანდელაკზე

– მაქვს, ეს არის რამდენიმე ადგილი… სახლში ეს არის წიგნებთან და, რაღა თქმა უნდა, სახელოსნო, სადაც, როგორც მინდა ისე ვსვრი ყველაფერს: კედლებს, იატაკს და ა.შ. 

– წარმომიდგენია, რამხელა თავისუფლებას გრძნობთ ამ დროს…

– რა თქმა უნდა, მე თუ იმაზე ვიფიქრე, იატაკი არ დამესვაროს, მაშინ არ გამოვა არაფერი.

გია ბუღაძეს უნივერსიტეტმა უთხრა, რომ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდა“ - ხატია დეკანოიძე -

– დაბოლოს, ხომ არ გაქვთ განსაკუთრებული ნივთი სახლში, რასაც ჩვენს მკითხველს გაუზიარებდით?

– საერთოდ ნივთებზე მიბმა არ მაქვს. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, სამუშაო საშუალებებსა და წიგნებს. მე ტექნიკა არ მაინტერესებს, მანქანაც არ მაქვს. კომპიუტერთანაც არაპირდაპირი ურთიერთობები მაქვს. ფაქტობრივად, “გაჯეტებთან” არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. 

– როგორ აკლია დღევანდელ თაობას ეს – “გაჯეტებისგან” შორს ყოფნა და საკუთარი თავის შემეცნება…

– იცით, არ მჭირდება. როგორც არ მჭირდება, მაგალითად, ქეიფები, ძმაკაცებთან გართობა. რამდენიმე უახლოესი მეგობარიც მყავს. მაგრამ რეალურად მე არ მჭირდება – დრო სად მოვკლა, სად გავატარო. მოწყენილი თუ ვარ – ვხატავ, ცუდად ვარ – ვხატავ, კარგად ვარ – ვხატავ… აი, ეს არის ჩემი მდგომარეობა. 

– უღრმესი მადლობა საინტერესი საუბრისთვის!

– კარგად, წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები