ლეგომ ახალი ბოტანიკური კოლექცია გამოუშვა დიდებისთვის, რომელშიც მშვენიერ ხელოვნურ ყვავილებთან ერთად ბონსაის ჯუჯა ხეც შედის.
კოლექცია სულ 878 ნაწილისგან შედგება, მისი მფლობელი კი არა მხოლოდ ყვავილების აშენებით დატკბება, მის “ჩასარგავად” ქოთნის აწყობასაც შეძლებს.
ტრადიციულად, ბონსაის ხეს ხის მაგიდაზე ათავსებენ, სწორედ ამიტომ მოჰყვება კოლექციას პატარა ყავისფერი 4-ფეხიანი დასადგამი, ხოლო ყვავილების ქოთნებში ციცქნა, ფერადი პლასტმასის ქვებია მოთავსებული.
რა თქმა უნდა, როცა სეზონი შეიცვლება, ლეგოს ბონსაის ხეებიც აყვავდებიან და თქვენს სახლში გაზაფხულს შემოიტანენ. ამისთვის სათამაშოს ცალკე მოჰყვება თეთრი და ვარდისფერი ლეგოები. კოლექცია ლეგოს საიტზე იყიდება და მისი ფასი $49-ია.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://on.ge
მასალის გამოყენების პირობები