კვირა, ნოემბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაექსკლუზიური რჩევები sheniinterieri.ge -ს მკითხველს არქიტექტორ და ინტერიერის დიზაინერ მარიამ მაღლაკელიძისგან

ექსკლუზიური რჩევები sheniinterieri.ge -ს მკითხველს არქიტექტორ და ინტერიერის დიზაინერ მარიამ მაღლაკელიძისგან

ავტორი: თინა თავხელიძე

sheniinterieri.ge – გთავაზობთ არქიტექტორ და ინტერიერის დიზაინერ მარიამ მაღლაკელიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს…

რა პრობლემებს აწყდებიან ხშირად ადამიანები, რემონტის დასრულებისას, როდესაც ინტერიერის დიზაინერი არ ჰყავთ? –  იმისათვის, რომ სახლის სარემონტო პროცესი სასიამოვნო და ხანმოკლე იყოს, თანაც შედეგმა უსიამოვნო სიურპირზებით არ დაგვწყვიტოს გული, ინტერიერის დიზაინერის ყოლა გადამწყვეტია...

მის უნარს, მოახდინოს ტექნიკური დეტალებისა და შემოქმედებითობის სინთეზი, შეუძლია თქვენი საცხოვრებელი სივრცე მოარგოს თქვენსავე ცხოვრების წესსა და გემოვნებას.

ინტერიერის დიზაინერი არ არის მხოლოდ იმისთვის – რა ფერის კედლები გვქონდეს და როგორი სავარძელი დავდგათ – არამედ იგი თქვენი სურვილების, ტექნიკური დეტალებისა და შემოქმედებითობის შერწყმის შედეგად მიგაღებინებთ კომფორტულ, ტექნიკურად და ვიზუალურად გამართულ სივრცეს, რომელშიც წინასწარ არის გათვალისწინებული კედლების, ავეჯის, ელექტროობის, კონდიცირების და თითოეული სივრცის საჭიროებები.

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი მარიამ მაღლაკელიძე, sheniinterieri.ge-ს მკითხველს სწორედ ამ ტიპის შეცდომებზე ესაუბრება:

გამარჯობა, მე ვარ მარიამ მაღლაკელიძე – არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. მინდა, გაგიზიაროთ სახლის სარემონტო პროცესის დამოუკიდებლად წარმართვისას ხშირად დაშვებული შეცდომები – ინტერიერის დიზაინი არის სფერო, რომელიც მოიაზრებს მთელი რიგი ტექნიკური, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი დეტალების შერწყმას ფუნქციურ დანიშნულებასა და მოთხოვნებთან.

საცხოვრებლის რემონტის დაწყებამდე აუცილებელია, წინასწარ განსაზღვრული იყოს თითოეული დეტალი, რაშიც გარდა ოთახების და ავეჯის განლაგებისა, წინასწარ წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული სივრცის ფუნქციური დანიშნულება თუ განსახორციელებელი აქტივობა.

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაგეგმარდეს, შემუშავდეს კონცეფცია და განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები სწორად, ყოველგვარი ექსესების გარეშე.

ინტერიერის დიზაინერი, ფაქტობრივად, ვირტუალურად წინასწარ ცხოვრობს თქვენს ბინაში და წარმოიდგენს სხვადასხვა სცენარის განვითარებას, რათა თქვენი ბინა მოარგოს თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებს.

დიზაინერის ჩართულობის გარეშე ჩატარებული სარემონტო პროცესი სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოების გამო, დროში და ფინანსებში იწელება. შედეგად რეალობა და მოლოდინი შეუსაბამობაში მოდის ერთმანეთთან.

ხშირად გაუთვალისწინებელი მომენტები უშუალოდ ცხოვრების პროცესში ან ბინის ავეჯით მოწყობის დროს იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ყველაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ოთახის გაბარიტები საშუალებას არ აძლევთ, რომ ავეჯი განათავსონ.

მაგალითად: საძინებლის სიგანე იმდენად მცირეა, რომ საწოლის დადგმის შემთხვევაში გასავლელი მანძილი არ რჩება, ან კიდევ უარესი – საწოლის დადგმა საერთოდ ვერ ხერხდება. ასევე ძალიან ხშირია გაუმართავი ელექტროობა, როზეტების არასაკმარისი რაოდენობა ან მათი არასაჭირო ადგილზე განთავსება. შედეგად, ყველასთვის ნაცნობი “დამაგრძელებელი” აუცილებელი ხდება და საცხოვრებელი სივრცე იტვირთება ზედმეტი სადენებითა და ჩამრთველებით, რაც ვიზუალურად არასასიამოვნოა და არეულობის განწყობას ქმნის.

ინტერიერის დიზაინერი ზუსტად ამ და სხვა მრავალ ტექნიკურ, ტექნოლოგიურ თუ შემოქმედებით დეტალს ითვალისწინებს. შედეგად, მოლოდინი და რეალობა ერთმანეთისგან აღარ განსხვავდება და არც ზედმეტი სადენები გირევენ განწყობას…” 

გაეცანით მარიამ მაღლაკელიძის Instagtam გვერდს… 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

24 ნოემბერი 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები