Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა იმოქმედებს 24 და 25 მაისს, 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე.
თბილისის მერიის ცნობით, დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილებას დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს.
Sheni Network
მოძრაობის სქემა კერძო ავტომობილებისთვის:
- ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბისკენ ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
- კვაჭაძის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ლისის წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით
- იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მოძრაობა განხორციელდება თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით
- ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან ავტომობილები გზას ჩვეულ მარშრუტზე გააგრძელებენ
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტები:
- ავტობუსი N329 და N363 სოფელ თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ ლეო კვაჭაძის ქუჩით ცალმხრივად, ხოლო უკუმიმართულებით გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას
- N363 ავტობუსი გააგრძელებს გადაადგილებას დადგენილი სქემით
- N329 ავტობუსი იმოძრავებს პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას და შემდეგ მარშრუტს ჩვეული გზით განაგრძობს
თბილისის მერია მოქალაქეებს სთხოვს გაითვალისწინონ დროებითი შეზღუდვები და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. Tbilisi Open Air-ის გამო ლისის ტბისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება — იხილეთ დროებითი გზები და მარშრუტები [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/tbilisi-open-air-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.

