საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. კვარტალურმა ზრდამ კი 1.5% შეადგინა. ამასთან, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით გაძვირებულია, რაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის (+39.6%) ზრდაზე მნიშვნელოვნად აღემატება.
News.ge-ის ინფორმაციით, კერძო სახლები ბინებთან შედარებით უფრო სწრაფად ძვირდება. მესამე კვარტალში კერძო სახლები წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად კი 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ 72%-ს გადააჭარბა. ბინების შემთხვევაში კვარტალური ზრდა 1.2% შეადგინა, წლიური ზრდა კი 5.6%-ია. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით თბილისში ბინები ექვს წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.
უბნების მიხედვით ფასები
News.ge-ის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა.
დასრულებული ბინების სეგმენტში ჩაბარების მდგომარეობის მიხედვით კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება განსხვავდება: მწვანე კარკასის ბინები 4 493 ლარი, თეთრი კარკასი — 3 752 ლარი, ხოლო შავი კარკასი — 3 287 ლარი.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 23 ოქტომბერი

