საილუსტრაციო ფოტო

კომერციული ფართების ბუმი თბილისში — 2024 წელს მშენებლობის ნებართვა 29 ობიექტზე გაიცა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

“თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება“, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კომერციული უძრავი ქონების 2024 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული.

რაც შეეხება ფასებს, თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ-ზე 31 დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო – კვ.მ-ზე 25.5 დოლარით.

„თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ – $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ – $33.2) გამზირებზეა.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $29.4-ს შეადგენს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ქუთაისში კომერციულ ფართებზე ყველაზე ძვირი იჯარა ქალაქის ცენტრშია – კვ.მ-ზე $21.7.

ზუგდიდში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა კვ.მ-ზე ზვიად გამსახურდიას გამზირზეა ($23.5).

თელავში ყველაზე მაღალი იჯარა კვ.მ-ზე სააკაძის გამზირზე ფიქსირდება – $22.5“, – წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

წყარო

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *