თბილისში, ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — პროექტის ღირებულება 115 მილიონ ლარს აღწევს — შენი თბილ

თბილისში, ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — პროექტის ღირებულება 115 მილიონ ლარს აღწევს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერია მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ისტორიულ ქუჩებზე — სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე — სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს, ორ ეტაპად დაიყოფა და ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოხდება ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია, რაც მოიცავს საინჟინრო სისტემების მოწესრიგებას და ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეორე ეტაპზე კი რეაბილიტირდება და რესტავრირდება 21 ისტორიული შენობა — რვა ორბელიანისა და 13 ინგოროყვას ქუჩაზე. იგეგმება ძეგლების საძირკვლის გამაგრება, ავარიული სტრუქტურების აღდგენა, ავთენტური არქიტექტურული ელემენტების რესტავრაცია და გადახურვის შეცვლა. საერთო ჯამში პროექტის სამშენებლო მოცულობა 45,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა 469-ს აღწევს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

კახა კალაძის თქმით, პროექტისთვის ჯამში 115 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა და ცნობილი გახდება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც განახორციელებს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბნის განახლებას.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში, ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — პროექტის ღირებულება 115 მილიონ ლარს აღწევს. 23 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-ორბელიანისა-და/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში, ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — პროექტის ღირებულება 115 მილიონ ლარს აღწევს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network