თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა — შენი თბილისი

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარი ტრიბუნებს ეტაპობრივად ემატებოდა და შესვენებამდე სტადიონი გაივსო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ გუნდების მეკარეები და მცველები. პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.

ლეგენდების მატჩი

მეორე ტაიმში „ბარსელონა“ წინ სორიანომ გაიყვანა, მან გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების მხრიდან კი განსაკუთრებით აქტიური ლევან ყენია იყო, რომელიც ესპანელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

72-ე წუთზე „ბარსელონას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ გაიტანა.

ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა რონალდინიო, თუმცა მის წინააღმდეგ საიმედოდ თამაშობდა საქართველოს ნაკრების ცენტალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა. 12 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-საქართველოს-ნაკ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network