თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს — შენი თბილისი

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერია 2025 წელს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიზნით 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ძვირადღირებული მედიკამენტები, ისე თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია დაახლოებით 2 000 საგარანტიო წერილი 341 ბენეფიციარზე. კალაძის თქმით, პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოიხსნა, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას.

„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პროგრამის მიზანია გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს. 23 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-მერია-გაფანტული/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network