17:59 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო ·
თბილისში საცხოვრებელი ფართების ერთ ლარად დაკანონების პროგრამის ფარგლებში კიდევ 30 ოჯახმა საკუთრების მოწმობა მიიღო. 2017 წლიდან დაწყებული ინიციატივით უკვე 3300-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ფართი.

საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად — თბილისში კიდევ 30-მა ოჯახმა საკუთრების მოწმობა მიიღო

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაკანონების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა.

„დღეს კიდევ 30 ოჯახს დავუკანონეთ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით ფართები. ვულოცავ ამ ოჯახებს და ბედნიერებას ვუსურვებ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, 2017 წლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, იქნება ფართებით დაკმაყოფილებული.“, — აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს, ვინც ხანგრძლივად ცხოვრობს დასაკანონებელ ფართში, შეუძლია რაიონულ გამგეობაში მიმართოს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტებზე. პროცესს თბილისში მოქმედი ქონების მართვის სააგენტო კოორდინაციას უწევს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2017 წლიდან დაწყებული პროგრამის ფარგლებში უკვე 3 300-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მუნიციპალიტეტისთვის კუთვნილ ბინებში, თუმცა საკუთრების მოწმობის მიღება აქამდე ვერ შეძლეს.

მერის თქმით, არსებული ასობით განაცხადის განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დაკმაყოფილდება ყველა ოჯახი, ვინც დაკანონების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *