საილუსტრაციო ფოტო

თბილისიდან ატირაუს მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო — რა სიხშირით იფრენს Air Astana

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიამიმართულება გაიხსნა — ყაზახეთის ქალაქ ატირაუსთან პირდაპირი რეისები უკვე ხელმისაწვდომია. ავიაკომპანია Air Astana-მ 27 მაისს, პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა და 125 მგზავრი Airbus 320 ტიპის თვითმფრინავით თბილისში ჩამოიყვანა. ინფორმაციას ავრცელებს “ტავ ჯორჯია”.

ატირაუ თბილისის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზია, რომლის ფარგლებში Air Astana ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს პირდაპირ რეისებს.

ამასთანავე, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კომპანია აგრძელებს გაფართოებას საქართველოს მიმართულებით:

  • ასტანა-თბილისი — კვირაში 4 რეისი
  • ალმათი-თბილისი — კვირაში 10 რეისი
  • ალმათი-ბათუმი — კვირაში 5 რეისი

ატირაუ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ცენტრია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი მდიდარია როგორც კულტურული მემკვიდრეობით, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან მხოლოდ 8 კმ-ში მდებარეობს, უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ახალი მიმართულების გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას როგორც რეგიონალურ ავიაგადაზიდვების ჰაბს. თბილისის აეროპორტი კვლავ განაგრძობს ახალი მიმართულებების დამატებას და მგზავრებისთვის კომფორტის ზრდას.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *