რა ხელშეკრულება გაფორმდა თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის — შენი თბილისი

რა ხელშეკრულება გაფორმდა თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის (E5P) მიერ გრანტი – 4 მლნ ევრო.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

„დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით. ბანკი აქტიურად გვეხმარება როგორც სტრატეგიის დაწერაში, ისე მის იმპლემენტაციაში. უკვე მალე დაიწყება ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ხელი მოვაწერეთ თბილისის გაზშემკრები პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებას. პროექტი ითვალისწინებს ლილოს ნაგავსაყრელზე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გადახურვას და მიღებული გაზისგან ელექტროენერგიის მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, – განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტოროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება.

აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.

შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. რა ხელშეკრულება გაფორმდა თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%90/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network