08:12 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · My Little House in Kostava თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები ·
თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა — შენი თბილისი

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარი ტრიბუნებს ეტაპობრივად ემატებოდა და შესვენებამდე სტადიონი გაივსო.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ გუნდების მეკარეები და მცველები. პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.

ლეგენდების მატჩი

მეორე ტაიმში „ბარსელონა“ წინ სორიანომ გაიყვანა, მან გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების მხრიდან კი განსაკუთრებით აქტიური ლევან ყენია იყო, რომელიც ესპანელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

72-ე წუთზე „ბარსელონას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ გაიტანა.

ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა რონალდინიო, თუმცა მის წინააღმდეგ საიმედოდ თამაშობდა საქართველოს ნაკრების ცენტალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.

 

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *