დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახ

დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება — „თბილისი ენერჯი“

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა, მიზეზი ცენტრალური გაზსადენის დაზიანებაა, რომლის შეახებაც ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს. მათივე ცნობით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.

„შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს.

ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.

გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება — „თბილისი ენერჯი“. 7 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/დაზიანდა-ცენტრალური-გაზს/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება — „თბილისი ენერჯი“ [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network