საილუსტრაციო ფოტო

„ეს სიმღერაა საქართველოსი“ — ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით „ეს სიმღერაა საქართველოსი“. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

კონცერტს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად გამოჩნდნენ:

  • მომღერალი ანრი ჯოხაძე,
  • ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით,
  • დავით მაზანაშვილის ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა თამარ გვერდწითელს და კონცერტში მონაწილე შემსრულებლებს, წარმატება უსურვა მათ შემოქმედებით საქმიანობაში და აღნიშნა კონცერტის მაღალი ხარისხი და ემოციური დატვირთვა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *