თბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა — შენი თბილისი

თბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

18-22 ივნისს, თბილისი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საქართველოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალს – “თბილისი გასტრო კვირეულს”, რომელიც წელს ახალი შინაარსით ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიშლენის ვარსკვლავების მქონე ცნობილი შეფები, ექსპერტები და ქართული კულინარიის ახალი თაობის წარმომადგენლები მიიღებენ.

როგორც გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტმა ქეთი კვიჭიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, გასტრო კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება და წლიდან წლამდე საერთაშორისო მასშტაბით იზრდება მისი პოპულარობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“წელს, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია პროექტის პარტნიორი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ ფესტივალი უცხოელ პარტნიორებს ეძებდა, რომ საერთაშორისო შეფები თუ ექსპერტები მოეწვიათ, ახლა ამ ყველაფერს ასოციაცია თავისი კონტაქტებით უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ფესტივალი მსოფლიოში იმდენად ცნობილი გახდა, რომ შეფებისა თუ ექსპერტების მოძიებისას მათი დათანხმება ან იმის ახსნა, თუ სად და რის გამო ვიწვევთ, საჭირო აღარ არის. მეტიც, მათ თავადვე სურთ თბილისში ამ ღონისძიებაზე ჩამოსვლა“, – ამბობს კვიჭიძე.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტის განმარტებით, ფესტივალის ფორმატი 5 განსაკუთრებულ ვახშამს მოიცავს. ქართველი და მიშლენის შეფები ერთობლივად 6 კერძს მოამზადებენ – აქედან სამს ქართველი და სამს უცხოელი შეფი. ღონისძიება ერთგვარ პაექრობას დაემსგავსება და მაყურებელს დაუვიწყარ კულინარიულ თავგადასავალს შესთავაზებს.

კვიჭიძე განსაკუთრებულ ყურადღებას მდგრად გასტრონომიაზე ამახვილებს, რომელიც წლევანდელი ფესტივალის მთავარ თემას წარმოადგენს.

“18 ივნისს, ფესტივალის გახსნის დღესვე აღინიშნება მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც უერთდება. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი პროდუქტის, მწარმოებლებისა და ტრადიციული კულინარიის მხარდაჭერა. ეს არამხოლოდ გემოს, არამედ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხია”, – აცხადებს კონსულტანტი.

მისივე ინფორმაციით, ფესტივალისთვის მენიუს შერჩევა მიმდინარეობს და ამ დროისათვის, ფერმერებთან თუ მეწარმეებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყარო

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა. 4 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისი-გასტრო-კვირეული-2025/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-2025/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network