თბილისის ახალი ზოოპარკი 13 ივნისს სიმბოლურ საინფორმაციო ტურს აწყობს 2015 წლის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით. 80 ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ნახოს ახალი ინფრასტრუქტურა და გადაყვანილი ცხოველები.

თბილისის ახალ ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური გაიმართება

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

13 ივნისს, თბილისის ახალ ზოოპარკში საინფორმაციო ტური გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზოოპარკი ავრცელებს.

BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნული თარიღი სიმბოლურია და უკავშირდება 10 წლის წინანდელ ტრაგედიას, როდესაც წყალდიდობას თბილისის ზოოპარკის ბინადრების ნახევარი ემსხვერპლა.

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, ბევრიც – ვერა. ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი გადავიყვანეთ, მაგრამ დამთვალიერებლებს კარი ჯერ კიდევ ვერ გავუღეთ. არადა, ინტერესი მაღალია და ვიცით, რომ ყველა მოუთმენლად ელით იმ მშვენიერ დღეს, როცა ახალ ზოოპარკში თქვენ მოპატიჟებას შევძლებთ.

მანამდე კი, გადავწყვიტეთ, 80 ადამიანს ახალი ზოოპარკის მონახულების შესაძლებლობა მივცეთ. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გვინდა, დაინტერესებულ პირებს უკვე შესრულებული სამუშაოები დავათვალიერებინოთ და უახლოესი გეგმებიც გავაცნოთ. სრულყოფილად კეთილმოწყობილ ტერიტორიას ვერ დაგახვედრებთ, მაგრამ აგიხსნით ზოოპარკის ზონირების პრინციპებს, გიჩვენებთ უკვე გადაყვანილ ცხოველებს, იმ შენობებსა და ვოლიერებს, რომლებიც, ჩვენი შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მაინც შევძელით და ავაშენეთ”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 48 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ ზოოლოგიურ პარკში ამ დროისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა როგორც ზოოპარკში გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურის დასასრულებლად და სტუმრებისთვის კარის გასაღებად, საჭიროა დამატებით ინვესტიციები, რომლის მოძიებაზეც მუშაობენ. ამრიგად, ზოოპარკში ჯერ კიდევ ვერ გვეუბნებიან, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *