თბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო — შენი თბილისი

თბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია ოფიციალურად დაიწყო. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი შენობის სახურავის, ფასადის და სხვა დეტალების აღდგენაა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება სრულფასოვანი რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შიდა სამუშაოებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სამუშაოების დაწყებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„უკვე დაწყებული გვაქვს ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. ტერიტორია სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ადგილზე მძიმე მდგომარეობა იყო – დარბაზი ფაქტობრივად, მთლიანად განადგურებულია. სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება, შემდეგ უკვე, მომდევნო წლის ბოლოსთვის, პროექტი სრულად დასრულდება შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით და ა.შ. მიხარია, რომ აღნიშნული სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, სრულად რეაბილიტირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 29 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო პროექტის განხორციელებას კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა, რომელიც 1972-1973 წლებში აშენდა, ქართული გვიანი მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია და დღემდე წარმოადგენს ვერის პარკის არქიტექტურული და ურბანული სილუეტის განუყოფელ ნაწილს.

რეაბილიტაციის დაწყების ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9d/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network