სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს განთავსების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს განთავსების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ზღვისუბნის პარკში კაფე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას იწყებს კაფის მოსაწყობად და აღნიშნული ფართის იჯარით გაცემაზე. პარკი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, 25 ჰა ტერიტორიას მოიცავს და იქ გამწვანების სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

„გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გაიხსნა საქალაქო მნიშვნელობის პარკი. რეკრეაციული სივრცე 25 ჰა-ს მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ირგვლივ მცხოვრებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ კარგ პარკს გავაკეთებდით. გამწვანების სამუშაოები დღესაც გრძელდება, რათა იქაურობა ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო კაფეს განთავსება, რადგან ამ პარკს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბიზნესს, მინდა, მივმართო, ჩაერთეთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში და წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველანაირად მოწესრიგებული კაფე მოეწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია წინადადებების წარდგენას შეძლებს თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ პირობებზე დაყრდნობით.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მარტი 18, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები