თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გაიხსნა — შენი თბილისი

თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გაიხსნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში თავდაცვის ძალების სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ოფიციალურად გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად,.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისი ცნობით, ღონისძიება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს დაემთხვა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„სააგენტოს დირექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ უწყების ხელმძღვანელ პირებს ახალი ოფისის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, სადაც განთავსებულია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი და თბილისი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრი ფრონტოფისით. პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა. ღონისძიება ეროვნული სააგენტოს პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც რვა რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს. დაინერგა ახალი მიდგომები და სისტემები, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით ახორციელებს წვევამდელთა შერჩევას. შემცირდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, ანაზღაურება კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გაიხსნა. 1 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-სამხედრო-გაწვევ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network