თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge — შენი ბათუმი

თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის შემოგარენში, კერძო სახლების ღირებულება საქართველოში საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება, – ამის შესახებ კომპანია Mycorner.ge-ის დამფუძნებელი თამუნა წოწორია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, სარეალიზაციო ბინები მრავალი კრიტერიუმით ფასდება, მათ შორის ლოკაციით, ხედებით, მიწის ფართობითა და ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულება ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით იზრდება.

“ნორმალური კერძო სახლის შეძენა საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება და ჩვენს პორტფელში გვაქვს 2 მილიონ დოლარზე ასული სახლიც. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებს შორის, რადგან კერძო სახლები მრავალ კრიტერიუმზეა დამოკიდებული“, – ამბობს წოწორია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციაზე რჩება ლისის ტერიტორია, სადაც მაღალი ინტერესის გამო ხარისხიანი უძრავი ქონება უკვე გარკვეულ დეფიციტადაც იქცა. გარდა ამისა, გააქტიურებულია წავკისის უბანიც, სადაც მყიდველთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

როგორც წოწორია აღნიშნავს, კერძო სახლებზე მოთხოვნის ძირითადი ნაწილი კვლავ ქართველ მყიდველებზე მოდის, თუმცა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაც მატულობს.

“ამ უძრავ ქონებას მეტწილად ქართველები ყიდულობენ, თუმცა მოთხოვნა წამოვიდა ებრაელებისა და აზერბაიჯანელების მხრიდანაც. მათი წილი გაყიდვებში დაახლოებით 5%-ია. გარდა ამისა, ფიქსირდება ტენდენცია, რომ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და აქ უნდათ ცხოვრების გაგრძელება”, – განმარტავს Mycorner.ge-ის დამფუძნებელი.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge. 1 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-შემოგარენში-კერ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network