ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized“ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს...

“ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს საქართველოში“ – თბილისში ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

6-7 ნოემბერს „ExpoGeorgia“-სა და GREDA-ს ორგანიზებით თბილისში ენერგეტიკის ორდღიანი საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიხსნება, რომელიც ენერგეტიკული სექტორის ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელს ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპიკერებს სახელმწიფო სექტორიდან და კერძო კომპანიებიდან. როგორც GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი აცხადებს, ფორუმის მიზანი ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულაციების, ინვესტიციების და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესს.

„საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი – GEEF წარმოადგენს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ფორუმს, ისე გამოფენას, რითაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას როგორც ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის. ღონისძიება პირველად 2024 წელს ჩატარდა GREDA-სა და ExpoGeorgia-ს ორგანიზებით და ამ ფორმატით უკვე ჩამოყალიბდა როგორც ყოველწლიური, რეგიონული მასშტაბის პლატფორმა.

GEEF 2025-ის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა რგოლის – სახელმწიფოს, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება ერთ სივრცეში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ სექტორის განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე.

ასეთი ფორმატის შეხვედრები ქმნის ნიადაგს ცოდნისა და ინოვაციური ხედვების გაზიარებისთვის. ჩვენ ველით, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და რეალურად დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს საქართველოში“.- აღნიშნა ირინა ქომეთიანმა.

ირინა ქომეთიანის თქმით, ფორუმი იძლევა შესაძლებლობას უცხოელი ინვესტორები დეტალურად გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალს, შეხვდნენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამომავლო ინვესტიციების განხორციელებას სექტორში.

„ფორუმზე დასწრებას გეგმავენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ მათ მიიღონ პირდაპირი ინფორმაცია სექტორის რეგულაციებზე, მიმდინარე პროექტებსა და ინვესტიციის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე, ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა,  პირადად შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კომპანიების ხელმძღვანელებს, ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამარტივებს ურთიერთობების დამყარებას და პოტენციური პროექტების განხილვის პროცესს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“.-აცხადებს GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი

READ  თბილისის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება

როგორც ცნობილია, ფორუმზე დასწრება საზოგადოებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ირინა ქომეთიანის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მწვანე ენერგეტიკის განვითარება მათ კეთილდღეობაზე.

„მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ტრანზიცია მხოლოდ სექტორის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, ის მოითხოვს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ფორუმისა და გამოფენის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მწვანე ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოისმინონ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისგან განახლებადი ენერგიის უახლესი ინოვაციების შესახებ და უკეთ გაიგონ, თუ რა უპირატესობები გააჩნია მწვანე ენერგიას.

ჩვენი მთავარი მიზანია, დამსწრე საზოგადოებას  დავანახოთ, როგორ უკავშირდება მწვანე ენერგეტიკა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას –  ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას“.-ამბობს ირინა ქომეთიანი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფორუმზე განსახილველი იქნება ხუთი მთავარი თემა:

– „სტრატეგიიდან ქმედებამდე“ – მხარდამჭერი რეგულაციების როლიგანახლებადი ენერგიის განვითარებაში;

– „მწვანე ტრანზიციის დაფინანსება“ – ინსტრუმენტები, რისკები დაშემოსავლიანობა;

– „მზის ენერგია საქართველოში“ – ინოვაციები, შენახვის სისტემები დაქსელში ინტეგრაცია;

– „ჰიდრო და ქარის ენერგიაენერგეტიკული მდგრადობისთვის“;

– „მწვანე წყალბადი და ბიოსაწვავი“ – საქართველოს შესაძლებლობები ახალისაწვავის ეპოქაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფორუმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილონ საიტზე https://energyexpo.ge/ka/services/  და ასევე, დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარონ რეგისტრაცია https://shorturl.at/46hkQ

energyexpo.ge

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.