03:26 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისი დღეს — 18 აგვისტო · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა — შენი თბ

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული 30-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ინსპექციის მიერ ჩატარებული ოპერაცია მიზნად ისახავდა სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ განთავსებული ნაგებობების აღმოფხვრას და ტერიტორიის გაწმენდას.

„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *