რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის შემთხვევის შესახებ ვრცელდება არაერთი მითი. განვიხილოთ ფაქტები და დავშალოთ მცდარი წარმოდგენები.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნული პირი, 2002 წელს დაბადებული გ.ბ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ამასთან, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩატარებული პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონი“ ამოიღეს. აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. გამოძიება მიმდინარეობს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%93/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network