საილუსტრაციო ფოტო

როგორ იცვლება ქირის ფასები თბილისში — უახლესი სტატისტიკა

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასები კვლავ იკლებს — ამის შესახებ Galt & Taggart-ის უახლეს მიმოხილვაშია საუბარი.

50–60 კვ.მ-ის ბინის საშუალო ქირა 2024 წლის მაისში 0.4%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, საცხოვრებელი ბინების ბაზარზე მოთხოვნა შენელებულია როგორც პირველადი, ისე მეორადი ბაზრის მიმართულებით.
„გაყიდვები 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს ჩამორჩება“, — ნათქვამია კვლევაში.

მიუხედავად გაყიდვების შემცირების ტენდენციისა, საცხოვრებელ პროექტებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა იზრდება — რაც რამდენიმე მსხვილი პროექტის რეგისტრაციით აიხსნება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ფასები — ზრდა შენელებული ტემპით

პირველადი ბაზარი: კვადრატულზე საშუალო ფასი თვეში 0.2%-ით გაიზარდა და $1,332 შეადგინა

მეორადი ბაზარი: ორთვიანი კლების შემდეგ ფასი კვლავ გაიზარდა — 1.9%-ით მატება და $1,256 ერთ კვადრატულ მეტრზე.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *