თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 14 ჰექტარზე უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება, საერთო ჯამში, 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




