თბილისის საკრებულოში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა — შენი თბილისი

თბილისის საკრებულოში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საკრებულოში, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ეს ღონისძიება, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი. მასთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესორი ლადო კახაძე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გიორგი ტყემალაძის გამოსვლაში ხაზგასმული იყო დიაბეტის მაღალი გავრცელება მსოფლიო მასშტაბით და ასეთი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
„მოხარული ვარ,  საკრებულოში ვუმასპინძლოთ დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ წლების მანძილზე ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პაციენტთათვის საჭირო სერვისების მიწოდებას, მაგრამ მედიცინა ვითარდება, სიახლეები ინერგება და სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც გაგრძელდება  აქტიური მუშაობა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის, გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს და სპეციალისტს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ დიაბეტის მართვის პროგრამების შექმნაში და მათი განხორციელებაში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ღონისძიებაზე ასევე საუბრობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დიაბეტის პრევენციის სფეროში გავრცელებულ მთავარ გზავნილებზე, რომლებიც ცხოვრების წესის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ცვლილებას ეხება. გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია სწორი კვებით, აქტიური ცხოვრების წესით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, დიაბეტის მქონე პირები და მათი ოჯახები.

 

#drpkhakadze #davidiani

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საკრებულოში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network