თბილისის საკრებულოში კინორეჟისორისა და ხელოვანის, სერგო ფარაჯანოვის, სახელობის შემოქმედებითი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი მოტივაციისთვის.
„თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიება გამართულა. დღევანდელი დღეც ამ დიდი რეჟისორისადმი პატივისცემის კიდევ ერთი დასტურია. სერგო ფარაჯანოვი ასოცირდება ჩვენს ქალაქთან და ის ჩვენი თბილისის ნამდვილი კოლორიტია. შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიქნებით. სერგო ფარაჯანოვი ხომ უკვე რახანია ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ძმობის სიმბოლოდ იქცა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მარგარიტა ხიდირბეგიშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი. საღამოს მათ შორის მარიამ არაქელოვამ უძღვებოდა.
კონკურსის მონაწილეებს პრიზები და სიგელები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა გადასცეს.
სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვნების წარმოჩენასა და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის სახლ-მუზეუმი, საქართველოს სომხეთის საელჩო და საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები