საილუსტრაციო ფოტო

თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

2024 წლის 14 ოქტომბრიდან Georgian Wings კომპანია ulutour travel-თან და Ali Osman Ulusoy-სთან პარტნიორობით თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტისკენ.

Georgian Wings-ის მიერ განხორციელებული ფრენები 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულად შესრულდება. მგზავრებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება.

„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში; 14 ოქტომბრიდან Georgian Wings-ი იწყებს რეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელებას თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით. ეს ახალი მარშრუტი მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს მოგზაურებს, აძლიერებს ხელმისაწვდომობასა და კომფორტს. ქართველი მოგზაურებისთვის პირდაპირი კავშირი ტრაბზონთან ხსნის უამრავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული მიზნებით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის,” – განაცხადა Georgian Wings-ის პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

პირველი ფრენის აღსანიშნავად 14 ოქტომბერს 06:00 საათზე გაიმართება ღონისძიებები თბილისის და ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს მხრიდან ესწრებიან ქართული მხარის წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები, ხოლო ტრაბზონში ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„ეს თანამშრომლობა მოიტანს ბევრ ეკონომიკურ და სოციალურ ბენეფიტებს ორივე ქალაქისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ოპერირება განხორციელდება Ulutour Tourism Agency-ს საშუალებით,” – აღნიშნა Ali Osman Ulusoy-ს ბორდის ვიცე პრეზიდენტმა.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორი კომპანიების ვებსაიტებზე, ასევე Georgian Wings-ის ოფიციალურ ვებსაიტზე Georgianwings.com.

 

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *