26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება — შენი თბილისი

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული გაიმართება.

კვირეული წელსაც სამ ღონისძიებას გააერთიანებს, რომელიც 26 აპრილს Caucasus Build-ი ყოველწლიური სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენით გაიხსნება.

წელს კომპანიების რაოდენობა, დაკავებული საგამოფენო ფართი და პროდუქციის მრავალფეროვნება გასული წლის რეკორდულ მონაცემებზე მეტი იქნება. განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც, რომელიც ჯერ კიდევ გასული კვირის მონაცემებით წინა წლის აქტივობას 40%-ით აჭარბებდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს ისე საცალო დამთვალიერებლისთვის, ექსპოში მონაწილე კომპანიების ნახევარი იქნება ისეთი, რომლებიც წინა წლებში გამოფენებში არ მონაწილეობდნენ.

წყარო

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *