თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება — შენი თბილისი

თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

2024 წლის 14 ოქტომბრიდან Georgian Wings კომპანია ulutour travel-თან და Ali Osman Ulusoy-სთან პარტნიორობით თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტისკენ.

Georgian Wings-ის მიერ განხორციელებული ფრენები 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულად შესრულდება. მგზავრებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში; 14 ოქტომბრიდან Georgian Wings-ი იწყებს რეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელებას თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით. ეს ახალი მარშრუტი მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს მოგზაურებს, აძლიერებს ხელმისაწვდომობასა და კომფორტს. ქართველი მოგზაურებისთვის პირდაპირი კავშირი ტრაბზონთან ხსნის უამრავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული მიზნებით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის,” – განაცხადა Georgian Wings-ის პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პირველი ფრენის აღსანიშნავად 14 ოქტომბერს 06:00 საათზე გაიმართება ღონისძიებები თბილისის და ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს მხრიდან ესწრებიან ქართული მხარის წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები, ხოლო ტრაბზონში ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ეს თანამშრომლობა მოიტანს ბევრ ეკონომიკურ და სოციალურ ბენეფიტებს ორივე ქალაქისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ოპერირება განხორციელდება Ulutour Tourism Agency-ს საშუალებით,” – აღნიშნა Ali Osman Ulusoy-ს ბორდის ვიცე პრეზიდენტმა.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორი კომპანიების ვებსაიტებზე, ასევე Georgian Wings-ის ოფიციალურ ვებსაიტზე Georgianwings.com.

 

#drpkhakadze #davidiani

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება. 26 აპრილი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისი-ტრაბზონი-თბილისი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისი-ტრაბზონი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network