ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი „ავტოგრაფ მოლი“ აშენდება — რას უნდა ველოდოთ დიდ...

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი „ავტოგრაფ მოლი“ აშენდება — რას უნდა ველოდოთ დიდ დიღომში?

თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი შეემატება — დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ახალი მოლი “ავტოგრაფ მოლი” აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას Cushman & Wakefield Veritas ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის მიხედვით, ახალი სავაჭრო ცენტრი მოიცავს სამ სართულს, ხოლო მისი საერთო ფართობი 60,000 მ² იქნება.

მშენებლობა განხორციელდება 43,100 მ² მიწის ნაკვეთზე, იქ სადაც ამჟამად მდებარეობს ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და სხვა საცალო ობიექტები.

რა განთავსდება “ავტოგრაფ მოლში”?

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები
  • ქსელური მაღაზიები
  • კაფე-რესტორნები
  • ბავშვთა გასართობი ზონა

„ავტოგრაფ მოლი“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო, დასვენებისა და გართობის სივრცე თბილისში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  მზის ენერგია - გათბობის ბუნებრივი და ჯანსაღი წყარო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები