ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა – ვინ არიან დაკავებულები?

თბილისში დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა – ვინ არიან დაკავებულები?

თბილისში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. როგორც უწყება აცხადებს, შემთხვევა 2 აპრილს, ღამის საათებში, რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს:

  • 2002 წელს დაბადებული ლ.ე.
  • 2002 წელს დაბადებული ლ.ა.

ორივე პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის საფუძველზე არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ა.-ს და ლ.ე.-ს, ასევე 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის თავდაპირველად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ ეტაპზე ლ.ა. და ლ.ე. დაკავებულები არიან. ნ.ც.-ს დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე პრიმა ნაწილის საფუძველზე, რაც ჯგუფური ძალადობისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

პოლიციის განცხადებით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდებლა.

 

შენი კალკულატორი — გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  რეტრო სტილის ინტერიერი სამზარეულოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები