03:34 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისი დღეს — 18 აგვისტო · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების ჯარიმების თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია. იანვარში 158,420 ლარის ჯარიმა დაიწერა პიკის საათების დარღვევისთვის.

თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათში მოძრაობაზე იანვარში 158.4 ათასი ჯარიმა დაიწერა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

იანვარში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 158,420 ლარის ჯარიმა დაიწერა. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დოკუმენტში განახლდა.

კანონის ამოქმედებიდან პირველ თვეს, 2024 წლის იანვარში აღნიშნული დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ, უკვე თებერვალში კი 49 200 ლარის ჯარიმა დაიწერა.

რაც შეეხება წლიურ მოცულობას, 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, დღის გარკვეულ მონაკვეთში, M3, N2 და N3 კატეგორიების მანქანებისთვის აკრძალულია დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩით გადაადგილება. შეზღუდვა 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათებს შორის მოქმედებს.

რეგულაცია არ ვრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სამაშველო და საავარიო სატრანსპორტო საშუალებებზე, მუნიციპალურ და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ტურისტული ტრანსპორტისათვის, ასევე შაბათ-კვირის და აგვისტოს თვეში.

რეგულაციის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა 1,000 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 3,000 ლარს.

შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, იუსტიციის სახლი, აღმაშენებლის და წერეთლის გამზირები, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები, მარშალ გელოვანის გამზირი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *