საილუსტრაციო ფოტო

თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა — რა ფუნქცია ექნება სტრატეგიულ სატვირთო ჰაბს

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა პირველი მშრალი პორტი — თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, რომელსახ რეგიონში ანალოგი არ ექნება. პროექტის პირველი ფაზა დღეს, 3 ივნისს, ჩაიშვა, რაც თბილისს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პორტი აშენდება სამ ფაზად, მთლიანად 28.5 ჰექტარზე. ამჟამად დასრულებულია პირველი ფაზა, რომლის ღირებულება 21 მილიონი დოლარია და რომელიც წლიურად 100 000 კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი, პორტის გამტარობა 200 000 კონტეინერსმიაღწევს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორ იმუშავებს თბილისის მშრალი პორტი?

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • კავშირი შიდა სარკინიგზო და საგზაო ქსელებთან
  • მიმდინარე სერვისები — კონტეინერების დამუშავება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა
  • საერთაშორისო ხაზების და საზღვაო ტერმინალების მომსახურება
  • ხაზის გაფართოება შუა კორიდორის მიმართულებით (ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან)

პროექტი ხორციელდება ერთობლივად:

  • აბუ დაბის პორტების ჯგუფის
  • ნორვეგიული “ვილჰელმსენ პორტ სერვისის”
  • ადგილობრივი კომპანია “ინვეკოს”
    პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში პორტი მოემსახურება როგორც ქართულ საზღვაო პორტებს, ისე იქნება საერთაშორისო სატვირთო ჰაბი. ადგილმდებარეობა — თბილისთან, აეროპორტთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან სიახლოვე — ლოგისტიკურად მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

„ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის და სატრანზიტო ფუნქციას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად,“ — განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მშრალი პორტი უკვე ფუნქციონირებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის სრულყოფისთვის.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *