საილუსტრაციო ფოტო

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო იაფია, ვიდრე ბაქოსა და ერევანში – Numbeo

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში, გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დედაქალაქი ანკარაა.

Numbeo-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ასე გამოიყურება:

  • ანკარა, თურქეთი – 8.95 დოლარი
  • თბილისი, საქართველო 14.81 დოლარი
  • ბაქო, აზერბაიჯანი – 17.65 დოლარი
  • ერევანი, სომხეთი – 23.37 დოლარი
  • მოსკოვი, რუსეთი – 37.87 დოლარი

ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, (რეიტინგში სულ 225 ქალაქი მოხვდა) ყველაზე ძვირი ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი ლონდონშია, რომელიც 241.69 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ კოლკატაში, იქ გადასახადი მხოლოდ 2.56 დოლარს შეადგენს.

ცნობისათვის, საერთაშორისო კვლევით პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *