საილუსტრაციო ფოტო

თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

თბილისში, 4 ივნისს, ცივი იარაღით ჩადენილი თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავა. მას ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა სამი პირი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი — 1983 წელს დაბადებული რ.რ. — მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, რომელიც ნივთმტკიცებად მიიჩნევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ეხება ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *