11:41 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისში წყლის 15-საათიანი შეწყვეტა მოითხოვს ყურადღებულ მომზადებას და დაგეგმვას. ჩვენი სრული გზამკვლევი დაგეხმარებათ ყველა აუცილებელი ნაბიჯის განხორციელებაში.

თბილისში წყლის მიწოდება 15 საათით შეწყდება — გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში წყლის მიწოდება 15 საათით შეწყდება — ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„6 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 6 ივნისს ღამის 23:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 ივნისს ღამის 23:00 საათიდან 7 ივნისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილი ზემო პლატოს, ორხევის, თეთრიხევის, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოსა და ვარკეთილის მეურნეობის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ჯავახეთის II შესახვევს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, ამილახვარის, აბაშვილისა და ბრილების ქუჩებს; კალოუბნის N2-20, N32-36, N38, თვალჭრელიძის ქუჩის N2 და I შესახვევს; ლილოს დასახლების I, II მიკრო რაიონებს, I, IV და V კვარტლებს, II კვარტლის N1-8, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის ქუჩებს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოსა და მეკოკიშვილის ქუჩებს;

სოფლებს: დიდი ლილოს, გამარჯვებას, წინუბანს და ნასაგურს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *