12:25 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს – “ბიზნესის გზა მდგრადობისკენ &#82

თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს – “ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” ჩაატარებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

4 დეკემბერს თბილისში, თიბისის ESG აკადემია ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგს „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ სთავაზობს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი ბიზნესმოდელების განხილვას. ტრენინგი სპეციალურად შექმნილია ბიზნესებისთვის, რათა მათ მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაცია და გაიუმჯობესონ მდგრადობის სტრატეგიები.

კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას მდგრადი ბიზნესმოდელების, მწვანე დაფინანსების, ცირკულარული ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ. ასევე, განიხილავებ იქნება კონკრეტული ეკონომიკური სექტორები და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან.

ტრენინგი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული სავარჯიშოებითა და თანამედროვე სწავლებით იქნება, რაც მონაწილეებს დაეხმარება ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაში. ESG აკადემიის კურსი სრულად დაფინანსდება და ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი.

პროგრამა დაფუძნებულია თიბისის და „დეველორის“ თანამშრომლობაზე და მხარდაჭერილია EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF) ფონდის მიერ.

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *