03:34 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისი დღეს — 18 აგვისტო · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავია

კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა – თამარ იოსელიანი

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია – ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. „Norwegian – ის შემოსვლა ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან აქამდე ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია საქართველოსთვის როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის მიმართულებით.

„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის დაკავშირებადობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, Norwegian – ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკის წარმატებულობას ბაზრების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის სწორი პოზიციონირების მიმართულებით.

„ნორვეგიულ ავიაკომპანიასთან, რომელიც სიდიდით მეორეა სკანდინავიის რეგიონში, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რომლებიც წარმატებული შედეგით დასრულდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *