ნავთლუღში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახ. კორპ. N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალი მცირე ზომის გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
ფართობი 1245 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო ახალი ლედ განათება და დამატებით, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.
სამუშაოები მთლიანად დაფინანსდა ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ხოლო პროექტის საერთო ღირებულებამ 498 748 ლარი შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატმა ნიკა ელისაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები